„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
13 აგვისტოს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება, – ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დარიალის ხეობაში დაგეგმილია ფერდის გაწმენდის სამუშაოები.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ126-კმ130 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), შპს „ჯავახავტოგზამ“ მეკლდეურების მეშვეობით უნდა აწარმოოს ფერდის გაწმენდის სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 13 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პერიოდულად 30 წუთიანი ინტერვალებით“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.