„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
მსახიობსა და რეჟისორს, რეზი ქაროსანიძეს, რომელმაც სიცოცხლე მესხიშვილის თეატრის სცენაზე დაასრულა, მეგობრები ემშვიდობებიან.
„არ ვიცი, რა ვთქვა, შემზარავია ეს ყველაფერი! საშინელებაა, ჯოჯოხეთი, სიტყვით გამოუთქმელი, საზიზღარი, აუტანელი ტკივილი...
შენთან ურთიერთობა ყოველთვის იყო დღესასწაული, შენი ნიჭს არ ჰქონდა საზღვრები, შენ გამორჩეული მეგობრობა და გვერდში დგომა შეგეძლო, შეგეძლო ყოველთვის სხვისით გეცხოვრა, შენთვის მთავარი თეატრის წინსვლა და წარმატება იყო და რამ მოგაფიქრებინა ეს?!
სცენაზე, სადაც მტვერიც კი გიყვარდა, როგორ დაემშვიდობე ყველას და ყველაფერს, ან რატომ?! რა ვერ შევამჩნიეთ, საიდან და რატომ მოვიდა შენთან ეს წარმოუდგენელი აზრი?! ძალიან, ძალიან მენანები და ძალიან მიჭირს შენზე წარსულში საუბარი.“ - წერს რაულ ქირია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის რეზი ქაროსანიძის ცხედარი თეატრის სცენაზე ნახეს. არსებული ინფორმაციით, დაგეგმილი სპექტაკლები გადაიდო.
19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1755544725
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230