ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა - ახალი დეტალები
1749738363
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.
34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.
მერაბმა აეროპორტში პირველი კომენტარი გააკეთა, თუ რა საუბარი შედგა ტრამპსა და მას შორის:
„რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო. მოეწონა ჩემი ბრძოლა... ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ“, - თქვა დვალიშვილმა.
დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაჰყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.