ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
უკრაინაში მყოფი გიგა მაქარაშვილი კიევიდან მორიგ ამბავს გვიზიარებს. ამჯერად, იგი ყვება, რა რეაქცია ჰქონდა უკრაინელ ბაბუს, როდესაც ყირიმის ამბები გაიგო.
„ყირიმის აფეთქების კადრები თუ შეგიძლია მანახოო, გვერდით მომიჯდა, თუ კი რამ ვიდეო იყო ალბათ ყველა ვაჩვენე, ზოგი რამდენჯერმე. ტელეფონი ყურთან მიიტანა, უნდა მივხვდე რა ფეთქდებაო.
ეგეთი არაფერი მინახავს, ვერაფრით მივხვდი რა ემოციები დასდიოდა სხეულში. გაურკვეველ სიტყვებს იძახდა.. ორივე ხელი უკანკალებდა.. ბოლოს, ჩემი შვილიშვილი ქართველებთან ერთად იბრძვისო.
დიაკუიუ სინოკ მითხრა და წავიდა.
ანატოლი სიოდორჩუკი. 82 წლის. კიევი. 2022”, – წერს მაქარაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ყირიმში, ნოვოფედორივკაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება რუსეთის საჰაერო ძალების საკის ავიაბაზაზე მოხდა, რომელიც უახლესი ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზეა განთავსებული. ბაზაზე განლაგებულია Su-24,Su-25, su-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379