რა არ უნდა უთხრათ ორსულს არასდროს - ექიმების რჩევა

ორსული

ორსულობა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ცხოვრებაში. ამ დროს ყველა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს იმას, თუ რას ეუბნება ქალს ორსულობის დროს. 

ნახეთ, ქიმების რჩევა, რა არ უნდა უთხრათ ორსულ ქალს არასდროს:

1. წონასთან დაკავშირებით

როგორ გასუქებულხარ, რამხელა ხარ - მსგავსი ფრაზების მოსმენა ყოველთვის გამაღიზიანებელია, მით უმეტეს ორსულისთვის.

2. " როცა მე ორსულად ვიყავი ... "

სხვისი სირთულეების და პრობლემების მოსმენა არავის სურს, მით უმეტეს ორსულს

3. შენ ეს არ უნდა აკეთო/ჭამო/დალიო ორსულობისას

მან უკვე იცის რა ეჭმევა, რა ესმევა, რა შეუძლია და რა არა.

4. ბუნებრივ მშობიარობას/კვებას აპირებ?

მსგავსი საკითხის განხილვა ახლობელთანაც რთულია, ამიტომ თავი შეიკავეთ.

5. დაიძინე ახლა, მერე ვეღარ შეძლებ

ორსულს ტყუილად აფორიაქებ, თან ორსულობისას გამოძინება მომავალში ვერანაირად დაეხმარება.