„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში სახელწოდებით „ვეძებ“ ზესტაფონელი ქალბატონის ისტორია ვრცელდება.
ქალბატონი, რომელსაც 1991 წლის 18 ნოემბერს ზესტაფონის სამშობიარო სახლში ტყუპები შეეძინა, ტყუპისცალს ეძებს.
„ვიყავი 15 წლის. მეყოლა ბიჭი და გოგო. ორი კვირა გამაჩერეს სამშობიაროში, ორი კვირა ვაჭმევდი ბავშვებს ძუძუს. შემდეგ გოგო გამიქრეს. მითხრეს, ტყუპისცალი არ იყო, მომყოლი იყოო, ხოლო ძუძუს ვისაც ვაჭმევდი, მითხრეს: სხვისი შვილი იყო ის ბავშვიო.
ტყუპისცალი ბიჭი კი წელს გარდამეცვალა, გაზით გაიგუდა. დავურთავ მის ფოტოს. გამომეხმაურე თუ გეცნო ისტორია“, - წერს ნინო მინდიაშვილი.