რიტუალი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე უნდა შესრულდეს - მარიამ ციმინტიას რჩევა
1746042273
პარალიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია პარა ტაეკვანდოში ჩინეთის საერთაშორისო ტურნირის პრეზიდენტის თასის პრიზიორია.
პარალიმპიელმა „დღის პოსტის“ ეთერში წარმატებულ გზაზე ისაუბრა.
„რადგან ჩემი პროფესია ჩხუბია, სულ მიწევს ვიყო ფორმაში და სულ ვარ წონის კლებაში, მოწყვეტილი ვარ ყველაფერს და სულ მშია. პრინციპული ბრძოლა მოვიგე მექსიკელთან, ეს ბრინჯაო ჩემთვის ოქროს ტოლფასია, რადგან თურქეთში შეჯიბრებაზე ამ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდი.
რთული ჩხუბი იყო, ზემოდან მიყურებდა... მიზანი მქონდა რომ ამისთვის აუცილებლად მომეგო და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის... ეს ჩემთვის ღირებული ბრძოლა იყო, თან მეტირებოდა...“ – ამბობს ლიკუნა ჩაჩიბაია.