პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც გამოცდის ჩაბარება ნოემბერში სურთ, რეგისტრაციისთვის რამდენიმე საათი რჩებათ

ნკ

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც გამოცდის ჩაბარება ნოემბერში სურთ, რეგისტრაციისთვის რამდენიმე საათი რჩებათ - პედაგოგებს ვადა 18:00 საათამდე აქვთ.

შეგახსენებთ, რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

გამოცდის არჩევა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.