ახალი ინფორმაცია კლინიკიდან, პატრიარქის მდგომარეობის შესახებ
1773730969
"მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
მისი ინფორმაციით, ილია მეორეს მკურნალობის პროცესში ჩართული არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და რეანიმატოლოგები.
"ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება ამ საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული, იქნებ არსებობდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. ეს არის ჩვენი მცდელობის მიზანი. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთვის კონსულტაციების გავლა არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს.