„ნუ დატოვებთ ჭურჭელს ნიჟარაში“ - გოგა მანიას გაფრთხილება
1781127240
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დენგეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირ არ გადადის და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
მისი განმარტებით, ვირუსის გადამტანი კოღოა. ინფიცირების შემთხვევაში კოღო დაავადებულ ადამიანს კბენს, შემდეგ კი დაახლოებით 12 დღის განმავლობაში სხვა ადამიანების დაინფიცირებაც შეუძლია.
ჩხაიძის თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე დენგეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული და ისიც უცხოეთიდან შემოტანილი. ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება არ დაფიქსირებულა.
სპეციალისტის განმარტებით, დენგესთვის დამახასიათებელი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთებისა და სხეულის ტკივილი. სხვა ვირუსებისგან მას განსაკუთრებით ორი ნიშანი განასხვავებს — ტკივილი თვალების უკან და ძვლების ძლიერი, თითქმის აუტანელი ტკივილი.
ივანე ჩხაიძის თქმით, 2026 წლის მაისის მონაცემებით, მსოფლიოში დენგეს 936 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 211-ს შეადგენს, რაც შედარებით დაბალ ლეტალობაზე მიუთითებს.