1779434747
,,ნალექი, წვიმა, ელჭექი და სეტყვა” - საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.












