1753353596
მზევინარ აბაშვილი სახელმწიფოს შეთავაზებულ 50 ათას ლარზე - არ მივიღებ ამ შეთავაზებას და უარს ვიტყვი ამ თანხაზე, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თქვენ სოფელში წახვიდოდით?

თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრები მზევინარ აბაშვილი სახელმწიფოს მიერ უსახლკაროთა განსახლების პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით შეთავაზებულ თანხაზე, 50 000 ლარზე უარს ამბობს.
როგორც აბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული თანხით ის ბინის ყიდვას ვერ შეძლებს.
"მეუბნებიან, რომ დამაკმაყოფილეს 50 000 ლარით. 50 000 ლარად ბინა სადმე არის? დამცინიან მე მგონი. მეუბნებიან, რომ დაგაკმაყოფილესო და დოლარში გამოდის 18 000. არ მივიღებ ამ შეთავაზებას და უარს ვიტყვი ამ თანხაზე. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თქვენ სოფელში წახვიდოდით?", - აცხადებს აბაშვილი.