1757269592
„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ - ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.