მოიყვანეს ონო, მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი, მამასაც შეეხო ონო და ეფერა. მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის - ონისე ცხადაძის ძმა

ონისე

ონისე ცხადაძეს გარდაცვლილ მამასთან დამშვიდობების საშუალება მისცეს. ამის შესახებ პატიმრის ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი.

მამასაც შეეხო ონო და ეფერა.

უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა.

და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა ლაშა წულუკიძეს, რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ," - წერს სანდრო ცხადაძე.