როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
„NATO-ს სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს, ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა NATO-სკენ შეუქცევად გზაზეა და გერმანია ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვადეპულმა.
მისივე თქმით, ეს ასევე ეხება უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირთან დაკავშირებითაც.
„იმედი გვაქვს, რომ დანიის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნება“, – განაცხადა ვადეპულმა.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გერმანია ოპტიმისტურად არის განწყობილი.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ვადეპულს სიგნალისთვის, „რომელიც დიდი ხანია და შესაძლოა არასდროსაც, არავის გაუგია გერმანიის მხრიდან“.
„NATO-ს სამიტის დროს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის მინისტრის დონეზე გამართული შეხვედრისას, გერმანულმა მხარემ განაცხადა, რომ მიაჩნია, უკრაინა ალიანსში უნდა იყოს და ეს მთელი ევროპის ინტერესებშია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ მხარდაჭერის შესაბამისი სიგნალებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.