„მოემზადეთ... ბათუმში ძლიერი ქარიშხალია“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას მიმართავს

batumi

ბათუმში ძლიერი ქარიშხალია. მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსახლეობას მიმართავს:

„სანაპირო კურორტებზე ამჟამად არის რთული მეტეოპირობები, რომლებიც შესაძლოა გაძლიერდეს უახლოეს საათებში.

გთხოვთ, მოერიდოთ ღია სივრცეებს, სანაპირო ზოლს და დაიცვათ უსაფრთხოების რეკომენდაციები.
ამჟამად ბათუმში ძლიერი ქარიშხალი და ინტენსიური წვიმაა - დარჩით უსაფრთხოდ, დარჩით სითბოში.

აქვე გეტყვით - უამინდობა და ძლიერი ქარი საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს. გთხოვთ, წინასწარ მიიღოთ ზომები და მოემზადოთ“,- წერს კობა ფარტენაძე.