"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მეჭიაურის ვაჟისგან გაიგო.
როგორც იგი წერს, თამაზ მეჭიაურის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, კრიზისული პერიოდი გადალახულია.
„ინფორმაცია მეჭიაურის შესახებ: მისმა ვაჟმა,ზაზამ 5 წუთის წინ მაცნობა, კრიზისი გადალახულია!
კონტაქტურია, სატურაცია ზევით იწევს!“,- წერს თამაზ ჭეიშვილი.
დუშეთის ყოფილი მერი, თამაზ მეჭიაური „დელტა“ შტამით არის დაინფიცირებული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაც სწორედ ამან გამოიწვია.
მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ.
ასევე ნახეთ - მამის სულისშემძვრელი ჩვენება, რომელმაც შვილის მოკვლა სცადა