ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
თბილისი თავის კოლორიტულ ქალბატონს - მანანა გედევანიშვილს ემშვიდობება. 88 წლის ცნობილი ქიმიკოსი ასევე ცნობილი ოჯახის შვილი გახლდათ. ის მსახიობ თამარ ციციშვილის და ექიმ დიმიტრი გედევანიშვილის ქალიშვილი გახლდათ...
დიმიტრი გედევანიშვილის მამასთან, ვახტანგ გედევანიშვილთან ოჯახში ხშირად მოდიოდნენ სტუმრად ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვანო მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა...
ამ ოჯახისშვილი გახლდათ ეს არისტოკრატი ქალბატონი, რომელმაც ასე დაწყვიტა ყველას გული. აი, რას წერენ მასზე სოციალურ ქსელში:
* გვასწავლიდა ორგანულ ქიმიას სამედიცინო ინსტიტუტში. ნათელი და სანთელი მის სულს.
* ულამაზესი, განუმეორებელი, ნამდვილი არისტოკრატი.
* გვიხაროდა პეროვსკაიაზე მის პრაქტიკულებზე მისვლა!
* ხშირად ვნახულობდი ვერაზე. რომ მოდიოდა, უნებლიედ ჩერდებოდი და უყურებდი!! თან, როგორ მოდიოდა!!
* იმდენად ელეგანტური და დახვეწილი იყო, ლექციაზე რას კითხულობდა, აღარ მესმოდა, ზოგჯერ მზერა მეყინებოდა...
* აი, ეს არის ბუნებრივი, არისტოკრატული სილამაზე, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, ნამდვილი ქართველი ქალის სახე...
* ულამაზესი იყო, ლექციაზე თვალს ვერ ვაცილებდით.
* ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი, ნიჭიერი, ულამაზესი, დახვეწილი სიარულით მანერებით, საუბრით. ყველა სტუდენტს გვიყვარდა, არ ვაცდენდით მის ლექციას. ქუჩაში კი ყველა გამვლელი აყოლებდა ღიმილს, მის ბუნებრივ სილამაზეს. ასეთი მახსოვს. ვწუხვარ. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. ნათელი სანთელი მის სულს.