მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრირებული ბარგის შესამოწმებელი დანადგარები იცვლება. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
„უახლესი სტანდარტების სისტემა უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სრულ შესაბამისობაში იქნება საავიაციო უშიშროების თანამედროვე მოთხოვნებთან.
სისტემის განახლების პროცესი დაახლოებით ორ თვეს გასტანს. სამუშაოებს ცნობილი ჰოლანდიური კომპანია Vanderlande განახორციელებს.
ახალი სისტემის ინტეგრაციის გამო, თებერვალსა და მარტში, რამდენიმე დღით, დღის საათებში, საბარგო ლენტი არ იმუშავებს, თუმცა აღნიშნული ცვლილებები მგზავრებს დისკომფორტს არ შეუქმნის.
ავტომატიზებული სისტემის შეფერხებით ფუნქციონირების პერიოდში, რეგისტრირებული ბარგის ტრანსპორტირებას სარეგისტრაციო დახლებიდან ბარგის სორტირების ზონაში აეროპორტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.