მეუფე შიოს გამორჩევა არის ისტორიული მოვლენა და მადლობა ღმერთს - ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი

სასულიერო პირებთან ერთად გაფართოებულ სხდომაზე 1 200-ს დელეგატს შორის იყვნენ საერო პირებიც.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ახალი პატრიარქის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

"ძალიან გახარებული ვარ მე და ალბათ მთელი საქართველო, რასაც ელოდა მთელი ქვეყანა, მეუფე შიოს გამორჩევა არის ისტორიული მოვლენა და მადლობა ღმერთს და თქვენ ყველას. გილოცავთ, რომ ხართ მონაწილე ამ ისტორიული დღის. ღმერთმა შეაძლებინოს მეუფე შიოს ამ უმძიმესი ჯვრის და ტვირთის [ტარება]. მხოლოდ ილია მეორემ შეძლო ასე ბრწყინვალედ ეტარებინა, შეგვაყვარა ერთმანეთი და ვფიქრობ, რომ რაღაც გარდამტეხი იქნება მეუფე შიოს მოსვლა საპატრიარქო ტახტზე", - აცხადებს დელეგატი ლაშა პაპაშვილი.

დელეგატების განცხადებით, დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პატრიარქის არჩევა ხდება და ეს ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა.

"ისტორიული დღე არის დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არის ახალი პატრიარქის არჩევა და მე მგონი ყველამ უნდა მივულოცოთ და ხვალიდან უკვე ყველას ექნება ამის საშუალება", - აცხადებს დელეგატი დავით ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, გაფართოებულ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი) 22 ხმით აირჩიეს.

მეუფე შიოს კათალიკოს პატრიარქად კურთხევა სვეტიცხოველში მოხდება, მსახურება კი, დილის 10:00 საათზე დაიწყება, თარიღი თავად ახლად არჩეულმა პატრიარქმა დაასახელა.