ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე ფინანსური წარმატება ელით
1786903019
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით კლდის ნაწილზე გაჩნდა, სადაც ფეხით გადაადგილება გართულებულია. ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების გარდა ვერტმფრენიც ჩაერთო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.