„ენით აღუწერელი ტრაგედია...“ - ცნობილია წყალტუბოში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა
1756372914
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ორგანიზებით, AFAD-ის (კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) თურქი ინსტრუქტორების მონაწილეობით, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სამძებრო-სამაშველო და სამთო-სამაშველო მომზადების 7-დღიანი სწავლება ჩაუტარდათ.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს და მიზნად ისახავდა კლდოვან რელიეფზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ეფექტური დაგეგმვისა და შესრულების უნარების გაღრმავებას.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სწავლების ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვადასხვა სახის სამთო-სამაშველო აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნინო ბარქაია, მოადგილე ზურაბ პავლიაშვილი და თურქული მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.