ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
1779532063
ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით „აზერ ნიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ახალ რეისზე ბაქოში 400-ზე მეტი, თბილისში კი 500-ზე მეტი ბილეთი შეიძინეს. მაღალი მოთხოვნის გამო სარკინიგზო კომპანიამ ბაქოდან გამსვლელი პირველი მატარებელის ვაგონი დაამატა.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე პირველი რეისი ბაქოდან 25 მაისს, თბილისიდან კი 26 მაისს იგეგმება.