მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მამუკა ჩარკვიანი

 მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. კომპოზიტორი და მომღერალი უკანასკნელ გზაზე ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან გააცილეს, სადაც მის ხსოვნას პატივი საზოგადოებისთვის ცნობილმა არაერთმა სახემ მიაგო.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მამუკა ჩარკვიანი საკუთარ სიმღერებს ძირითადად მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე ასრულებდა. გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2014 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. 2023 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.