გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის დროს გადარჩენილი ლაზარე ლობჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმები მის ბინაზე გაწერას დღეს გეგმავენ.
„საბედნიეროდ, ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ უკვე გადავწყვეტთ ბინაზე გაწერას ამბოლატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად. დღეს ვგეგმავთ გაწერას“,- განაცხადა ექიმმა დავით ციბაძემ.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.