ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პატრიარქის განსაკუთრებულ როლს ქართველი ერის ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა წარუშლელ კვალს ტოვებს

ბაიბა ბრაჟე

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პატრიარქის განსაკუთრებულ როლს ქართველი ერის ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა წარუშლელ კვალს ტოვებს.

„დამამწუხრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებამ. მისი მთელი ცხოვრებისეული ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს“, - აღნიშნა მან.