VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ერისთავის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მსახიობი კახა ბერიძე.
"დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამთ ერისთავის თეატრის გამორჩეული და უაღრესად ნიჭიერი ვარსკვლავოსანი მსახიობის, ა. ხორავას სახელობის პრემიის ლაურეატის - კახა ბერიძის გარდაცვალების გამო. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება, სიღრმითა და ემოციით გამორჩეული როლები და უსაზღვრო ერთგულება თეატრისადმი ქართულ კულტურაში ღირსეულ კვალად დარჩება.
მისი სახე და ხმა კიდევ დიდხანს იცოცხლებს მაყურებლის გულებში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკარგს" - წერია თეატრის ფეისბუქგვერდზე.