კლინიკა „ბაუ“-ში სპეცოპერაციის ადგილიდან გადაყვანილი ქალი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ ბინაზე გაეწერა

კლინიკა

ბათუმის კლინიკა „ბაუ“-ში სპეცოპერაციის ადგილიდან გადაყვანილი ქალი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ ბინაზე გაეწერა.

მას ფეხზე მცირე, უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდა.

„68 წლის ქალბატონი შემოიყვანეს ფეხზე მცირე, უმნიშვნელო დაზიანებებით, დაუმუშავდა მედიკოსების მიერ და დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაეწერა. მას დაზიანებებით მინის ნამსხვრევებით ჰქონდა მიყენებული“, - აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა.