„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„დღეს, ღვთის კურთხევითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). გულითადად ვულოცავ მოძმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეულ წინამძღვარს ამ მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდების მიღებას.
ვუსურვებ ახლად არჩეულ პატრიარქს მრავალ კურთხეულ წელს მსახურებაში, სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა იყოს ქართველი ხალხის სულიერი წინამძღოლი. დაე, უფალმა აკურთხოს ეს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში და წარუძღვეს მას ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.
გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.