ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე ფინანსური წარმატება ელით
1786903019
ხვალ გაიგებთ უპრეცედენტო ამბავს შვეიცარიიდან (გადაწყვეტილება დღეს მიიღეს), - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ასეთ რამეს შვეიცარიელებისგან არავინ ელოდა. მსოფლიო შეიცვალა. 2022 წლის 28 თებერვალი იქნება რუსეთის დასასრულის დასაწყისის თარიღი. დაიმახსოვრეთ. რუსეთმა წააგო ომი. უკრაინამ უკვე მოიგო,“ - წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, ნეიტრალური შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს შეუერთდება და რუსულ აქტივებს გაყინავს.
სავარაუდოდ, გიორგი ფხაკაძეც ამ ამბავს გულისხმობს