17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
პუტინის ბირთვული რიტორიკა სახიფათო და უპასუხისმგებლოა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ეს სახიფათო რიტორიკაა. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი და რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას გააერთიანებ იმასთან, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ – აწარმოებენ ომს დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, ეს ვითარებას უფრო ასერიოზულებს“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.