პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1752492256
ტოქსიკოლოგი ოთარ დიხამინჯია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში განმარტავს, ხილისა და ბოსტნეულის გათლა აგვარიდებს თუ არა თავიდან მავნე ნივთიერებებს.
„არის პროდუქტები, სადაც რეკომენდებულია, რომ კანი მოშორდეს და გაითალოს. თუმცა, არის პროდუქტები, რომელიც კანთან ერთად შეიძლება მივირთვათ.
სასურველია, კიტრი გაითალოს.
ბუნებრივია, კანი უფრო დაბინძურებულია, ვიდრე შიგნით რბილობი, შიგთავსი. შესაბამისად, რეკომენდაციაა მისი გათლა. თუმცა, ვისაც პროდუქტი კანით უყვარს, გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს, რომ მავნე ნივთიერებები მექანიკურად მოშორდეს. ასე კი უკვე უსაფრთხო პროდუქტი ხდება“, - ამბობს ოთარ დიხამინჯია.