„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დღევანდელი დღის ორგანიზებაზე არაერთი ადამიანი, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატთა ჯგუფები მუშაობდნენ.
„დღეს, ყველა ეპისკოპოსი ულოცავს კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს, დღეს, ყველა საპატრიარქო კანდიდატი და მათი მომხრეებიც არიან ერთსულოვნები და სიხარულით აღსავსენი.
ერთი დეტალი მინდა გითხრათ, როცა ჩვენ დაორგანიზებაზე ვმუშაობდით, ერთად ვმუშაობდით ეს ჯგუფები, კათოლიკოს-პატრიარქობის სხვადასხვა კანდიდატის ჯგუფები ერთად ვმუშაობდით, რომ ყველაფერი ისეთი ყოფილიყო, რომელიც სანიმუშო იქნებოდა როგორც ეკლესიებისთვის, ასევე, ერის ხალხისთვის“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს - თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს უძველესი საპატრიარქო მიტრა მეუფე დანიელმა დაადგა.