ძლიერი ლოცვები, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში დაგეხმარებათ
1756102456
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, "ჯეო ჰოსპიტალსის" თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, 21 აგვისტოს კლინიკაში შეყვანილ პაციენტთან, ანზორ (გიორგი) დავითურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც, ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულება პაციენტის კლინიკაში განთავსების მომენტიდან, მოზარდის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ასევე პაციენტის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, დედას პირველივე დღიდან 24 სთ-ის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა ექიმი-რეანიმატოლოგებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი მდგომარეობის და მკურნალობის პროცესის შესახებ.
კლინიკაში განმარტავენ, რომ მოზარდის მდგომარეობა და დაავადების ხასიათი მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მიდგომას. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით შედგა კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის წამყვანმა დარგობრივმა ექსპერტებმა. კონსილიუმმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის გზებზე იმსჯელა და სრული შემადგენლობით ადასტურებს, რომ პროცესები კლინიკის მხრიდან სწორად არის მართული.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ დროისთვის დაავადების მართვის ყველა საშუალება კლინიკაში ხელმისაწვდომია.