VIDEO: ვინ არის სვანი ტიკტოკერი გოგონა, რომელიც მანდილით დადის - „შვილებს სვანურად ველაპარაკები“
1753281213
მსოფლიო პოპვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.
„კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო, გახანგრძლივებული დროით, 24 ივლისის 02:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული მარშრუტებით. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ პირებს მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე, სოციალურ ქსელში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება. შეზღუდვა 24 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს.