1753301989
დავით ქართველიშვილი: თუ ამ ანტიქართულ ფრონტზეც „დიპ სთეიტმა“ მორიგი ფიასკო განიცადა, რა მოვიფიქროთ და რით ვანუგეშოთ ჩვენი „აკაცუკები“ მართლაც რომ არ ვიცი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის ალექს რაუფოღლუს პოსტს, სადაც ის წერს, რომ სამი სენატორი MEGOBARI აქტის მიღებას აფერხებს, სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ თუ ამ ანტიქართულ ფრონტზეც „დიპ სთეიტმა“ მორიგი მარცხი განიცადა, რით უნდა ვანუგეშოთ „აკაცუკები“ არ იცის.
„თუ კრიზისი სისტემურია, ეშმაკი არა დეტალებშია, არამედ თავად იქცევა დეტალად. ამჯერად ცნობილი ლიბერალი ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ (Alex Raufoglu) ასახელებს სამ მემარჯვენე რესპუბლიკელ სენატორს, რომლებიც ბლოკავენ MEGOBARI აქტს აშშ-ის სენატში, ესენია:
Markwayne Mullin (ოკლაჰომა), Mike Lee (იუტა) და Rand Paul (კენტუკი). თუ ამ ანტიქართულ ფრონტზეც „დიპ სთეიტმა“ მორიგი ფიასკო განიცადა, რა მოვიფიქროთ და რით ვანუგეშოთ ჩვენი „აკაცუკები“ მართლაც რომ არ ვიცი.
ეს სამივე სენატორი წარმოდგენენ რეპუბლიკური პარტიის მემარჯვენე ფრთას, რომელიც ცნობილია თავისი კონსერვატიული და სკეპტიკური პოზიციებით, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისა თუ სანქციების დაწესების საკითხებში. ამ სამი სენატორის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ სენატის უმეტესობა მაინც უჭერს მხარს ამ კანონპროექტს (მათ შორის დემოკრატებიც და ნეოკონი რეპუბლიკელებიც), თუმცა მისი ტაქტიკური შეჩერება შეიძლება დროში გაიწელოს, განსაკუთრებით თუ რეპუბლიკელების ფრაქციის ლიდერები (მაგ., Mitch McConnell-ი) საბოლოოდ არ ჩათვლიან ამ საკითხს არაპრიორიტეტულად,“ - წერს დავით ქართველიშვილი.