ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა მორიგ კონცერტს უმასპინძლა

ფოტო

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11-ე საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა მორიგ კონცერტს უმასპინძლა.

13 მაისს მსმენელის წინაშე მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრი და პოპულარული ფრანგული ჯგუფი "ელექტრო დელუქსი" წარდგა.

მათ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის მომზადებული პროგრამა წარმოადგინეს. ფრანგულმა ჯგუფმა საკუთარი კომპოზიციები თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა.