მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, ჩემი და თითოეული ქართველის სახელით. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს,“ – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.