ილია მეორის გარდაცვალებისა და საყოველთაო გლოვის გამო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 18 და 19 მარტს დანიშნული სხდომები გადადო

საკონსტიტუციო სასამართლო

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, მიმდინარე წლის 18, 19 მარტს დანიშნული სხდომები გადადო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებისა და საყოველთაო გლოვის გამო. ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა