კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს
1747753068
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უბრალოდ ფულის საკეთებლად კი არ შეიქმნა, არამედ შეიქმნა იმისთვის, რომ ეს იყო ინსტრუმენტი განსაკუთრებით რეგიონალურ მედიაზე, რეგიონულ ჟურნალისტებზე გავლენის მოსახდენად - შენ თუ ამას ხელს არ მოაწერ, რომ მერე ჩვენ შენი სახელით ვისაუბროთ, შენ გრანტს ვერასოდეს ვერ მიიღებ და ახლა რეგიონული მედიისთვის გრანტი ისევე აუცილებელია, როგორც ადამიანისთვის ჟანგბადი, იმიტომ, რომ სხვანაირად არ არსებობს და კი ვხედავთ ამ წლების განმავლობაში ეს ქარტია რას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება.
მისივე თქმით, ქარტიის წარმომადგენლებს არ თვლის ჟურნალისტებად. მანვე აღნიშნა, რომ ჟურნალისტიკის მთავარი დანიშნულება არის არჩევნებიდან-არჩევნებამდე ამომრჩეველი მიიყვანოს ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.
„ძალიან სასაცილო ხალხია, ძალიან მახინჯი ხალხია, სულიერად და ფიზიკურად და ძალიან უნიჭო ადამიანები არიან, იმიტომ, რომ ამ ქარტიას ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს და ერთმანეთისთვის არ უნდოდათ სასამართლოების მოწყობა, შემდეგ გადაწყვიტეს არახელმომწერებზე მოეწყოთ ეს სასამართლოები. ესენი არ არიან ჟურნალისტები, ესენი არ არიან ჩვენი კოლეგები. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკის მთავარი დანიშნულება არის არჩევნებიდან-არჩევნებამდე ადამიანი ანუ ამომრჩეველი მიიყვანოს ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად. საბოლოო ჯამში ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მიდიხარ საარჩევნო უბანზე, ზუსტად იცოდე ვის, რატომ და რისთვის აძლევ ხმას და თუ ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2010 წელს იყო სოროსის ფონდში მედია პროექტების კოორდინატორი და ჩემ ტელეფონს მაშინ არ პასუხობდა, ეს გრანტი რომ არ მოგვცეს და მერე როზეტა ჯღამაიამ დაურეკა და წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა მოიფიქრა უცებ ელისაშვილმა, რომ თქვენთან ფორუმებშიო ვიღაცები ბილწსიტყვაობენო და ამიტომ არ მოგეცითო. ბილწსიტყვაობა დღეს და მაშინაც ჩვეულებრივ ნორმად არის ქცეული, მაგრამ მისთვის, ვინც ხელისუფლებას უჭერდა მაშინ მხარს, ბილწსიტყვაობა ალბათ ლექსი და პოეზია იყო და ჩემთვის ეს აკრძალული იყო. მათ ხელში იყო გრანტები, მათ ხელში იყო ფონდები, რატომ გააძლიერებდნენ ოპოზიციურ მედია საშუალებას. არ მოხდებოდა ეს ამბავი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.