გარემოს ეროვნული სააგენტო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, გარდაიცვალა ბატონი გიორგი კორძახია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროს განვითარებაში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გუნდს გამოაკლდა გამორჩეული პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი ბატონი გიორგი კორძახია.

ბატონმა გიორგიმ მრავალი წლის განმავლობაში თავისი დიდი გამოცდილებითა და წარმატებული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროს განვითარებაში. მისი საქმისადმი ერთგულება, მაღალი პროფესიონალიზმი და კოლეგიალობა სამაგალითო იყო ყველასთვის.

გარემოს ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ბატონი გიორგი კორძახიას ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.