„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს...“ - პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თამარ ნემსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ცნობილი არქიტექტორ-რესტავრატორის, აღიარებული პროფესიონალის, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრის, ქალბატონ თამარ ნემსაძის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ, ამ დარგის ასეთი სპეციალისტები ფრიად მცირენი გვყვანან.

ქ-ნ თამარმა მთელი ცხოვრება ეკლესია-მონასტრების აღდგენას მიუძღვნა, იყო საქმეში დაუზარელი, მკაცრი და დედობრივად მზრუნველიც.

იგი ასაკოვანი წავიდა ჩვენგან, მაგრამ მიეკუთვნებოდა იმ იშვიათ პიროვნებათა რიცხვს, რომელნიც ხანდაზმულობის ყველა ასაკშიც დიდად რომ აკლდებიან ჩვენს საზოგადოებას.

ღმერთმა აცხონოს ქ-ნ თამარის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიანიჭოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.