თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკისა და ოსურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა:
გამოცდების ცენტრის ცნობით, ტესტების შეფასების სქემები და სწორი პასუხები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად. შედეგები კი აგვისტოს ბოლოსთვის გამოქვეყნდება.
რომელი ვარიანტები იქნება რთულად მიჩნეული, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გამოაცხადებენ.
აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.