ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, მოქალაქეებს დასუფთავების გადასახადი არ გაზრდიათ და ის ფაქტი, რომ მათ გაორმაგებული გადასახადები მიიღეს, არ შეესაბამება სიმართლეს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფიზიკურ პირებს დასუფთავების გადასახადი არ გაზრდიათ“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.