„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი დიმიტრი ქააძე პროფესიას 20 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, უყვარდა თავის სამსახური, რადგან ხალხს ეხმარებოდა.
„ძალიან უყვარდა თავისი სამსახური. კარგი ადამიანი იყო. 20 წელი პროფესიას ემსახურებოდა. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი დღე არ ყოფილა, რომ არ ემსახურა. უყვარდა თავის სამსახური, თავის ქვეყანა და მოსწონდა ეს საქმე ხალხს, რომ ეხმარებოდა.
გაფრენამდე ყოველთვის მწერდა „მივფრინავ, მალე ჩამოვალ“, ახლა არაფერი მოუწერია…ყველა ჩემი მეგობარი იყო“, – ამბობს გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის მეუღლე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან.