პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
თიანეთის ყოფილი მერი, თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ფილტვების 85%-იანი დაზიანება აქვს მიღებული.
როგორც „პრაიმ თაიმს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მერვე საუნივერსიტეტო კლინიკაში პარასკევს მოათავსეს, დღეს კი მისი მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. მისივე ინფორმაციით, დუშეთის ყოფილი მერი „დელტა“ შტამით არის დაინფიცირებული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაც სწორედ ამან გამოიწვია.