„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, ოძისი, ჭაშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჟებოტა, თეგერაანები, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუდაური, ქვეშეთი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამულო, მლაშე, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში; 17:00-დან 17:05 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, ჭოპორტი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.