„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, 22 აგვისტოს 07:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, ჯიღაურა, ბიწმენდი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში ვაჟა-ფშაველას, ლაშარის, 9 აპრილის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თვალივი, ზემო ხორხი, ნეძიხი, შარახევი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიჩბისი, სასხორი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 13:20-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, მიხეილ მესხის, ვახტანგ გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.