„სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი აქვს ნაჭამი...“ - რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურის ტრაგედიაზე
1749152746
4 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი, ასევე დუშეთის რაიონის სოფლებში: მჭადიჯვარი, ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა.
„11:00 საათიდან 13:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში: ახალშენი, ქვიტკირის წყარო, ზემო შუახევი, წიწამურა, ქისიაანი, ქვემო შუახევი, ჭილურტი.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ბერი გობრონის, გაბრიელ ათონელის, კავთას, დედოფალი ელენეს და მეფე კონსტანტინეს ქუჩებზე.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ სოფლებს: წყლულეთი, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, ქვემო ლისი, ორბეთი.
კომპანიის განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.