„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მაისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, მამკოდაში, მუხათგვერდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში მუხრან მაჭავარიანის, კვირაცხოველის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 16:40 საათამდე აბონენტებს ნატახტარში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ნავაზი, ჭოპორტი, მისაქციელი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, თრანი, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.